logo
ENG



საარჩევნო დაბრკოლებები ემიგრანტებს

05 აგვ 202420:03
3 წუთის საკითხავი
 

ემიგრანტების ინფორმირება და ხელშეწყობა გრძელდება. საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, დაეხმარონ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ხელისუფლება უცხოეთში ჩვენს თანამოქალაქეებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის და ყველაფერს აკეთებს, რომ ხმა ვერ მისცენ. ქართული ოცნება უცხოეთში ამჯერადაც უარყოფით შედეგს ელოდება. ივანიშვილის რეჟიმით უკმაყოფილება გაზრდილია. რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოს მოქალაქეები წინასაარჩევნოდ საზღვარგარეთ და როგორ უნდა გადაიჭრას ხელისუფლების შექმნილი წინაღობები. დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი მივიდეს არჩევნებზე, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შედეგზე.


close დახურვა