logo
ENG



საარჩევნო კოდექსს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

20 თებ 202420:04
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილის პარტიამ დღეს საერთაშორისო პარტნიორებს დემონსტრაციულად უთხრა, რომ რეკომენდაციები არ აინტერესებს. დამტკიცდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნასა და ეუთო/ოდირის შეფასებებს ეწინააღმდეგება. ოცნებამ გაიმარტივა მისთვის სასურველი თავმჯდომარის არჩევა ცესკო-ში, ამასთან, გააუქმა ოპოზიციის კვოტა მოადგილის პოსტზე. ეს ყველაფერი არჩევნებამდე 8 თვით ადრე ხდება. ოლიგარქის პარტიისა და ცესკო-ს მოქმედი ხელმძღვანელის გარდა, საარჩევნო კოდექსში დამტკიცებული ცვლილებები არავის მოსწონს. პრეზიდენტი ვეტოსთვის ემზადება.

 


close დახურვა