ცესკო-ს ინფორმაცით, ის ამომრჩევლები, რომლებიც 20:00-ზე საარჩევნო უბნების რიგებში იდგებიან, ხმის მიცემას მაინც შეძლებენ.
"კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 20:00-ზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ის პირები, რომლებიც დგანან რიგში, რვა საათის შემდეგაც შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნული ამომრჩევლები, რომლებიც რიგში იქნებიან 20:00-სთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ", - ამბობს ცესკო-ს სპიკერი.
ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 45.77%-ია. ხმა მისცა 1 607 530-მა საქართველოს მოქალაქემ.
2016 წელს, იმავე დროს ამომრჩეველთა აქტივობა 42.04% იყო. ხმა მისცა 1 916 395-მა ადამიანმა.
2012 წელს 17:00 საათისთვის აქტივობა იყო - 53.03%, ხმა მისცა 1 916 395-მა ადამიანმა.
