logo
ENG



საარჩევნო ცვლილებები თუ ჩავარდება, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება - თალაკვაძე

10 მაი 202012:12
3 წუთის საკითხავი
 

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა თუკი ჩავარდება, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეინტერვიუში განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავარდება, თუკი ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მას.

„ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არანაირი ჩარევა მართლმსაჯულების პროცესში არ მოხდება. თუ ჩავარდება ეს ინიციატივები პარლამენტში, ეს შეიძლება მოხდეს ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო და პასუხისმგებლობაც იქნება იმათზე, ვინც გადაწყვეტს, რომ ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის რვა მარტს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ქართულ საარჩევნო სისტემაში უნდა შევიდეს ცვლილებები და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნის თანახმად, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.


close დახურვა