სააღდგომო ცეცხლი, 18 აპრილს თბილისის დროზე 23:15 წთ-ზე ჩამოიტანენ. სწორედ ამ დროს დაესვება თბილისის აერპორტში თვითმფრინაცი და ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.
ცისანა გემაზაშვილს, რომელსაც ორ სასულიერო პირთან, ტრადიციულად, ჩამოჰქონდა ყოველ წელს ცეცხლი, ამჯერად თელავივის საერთაშორისო აეროპორტში ცეცხლს საელჩოს წარმომადგენლები მიუტანენ.
როგორც ცისანა გემაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარალელურად, იერუსალიმში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებსაც ჩამოიყვანენ.