logo
ENG



საახალწლო გზავნილები

01 იან 202420:08
3 წუთის საკითხავი
 

რა გზავნილებით და როგორი ფორმით მიულოცეს საქართველოს მოქალაქეებს ახალი წელი. ქვეყნის პირველი პირების მიმართვები ძირითადად კანდიდატის სტატუსზე იყო აგებული. პრეზიდენტმა ყურადღება ერთიანობაზე გაამახვილა, ახსენა 2024 წლის არჩევნებიც. ორბელიანების სასახლის გარდა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს ენგურის ხიდიდანაც მიმართა. სწორედ ის იყო ერთადერთი, ვინც საკუთარ გამოსვლაში გამოწვევებზე ილაპარაკა. პრემიერმა კი ისევ ხელისუფლების მიღწევად გაასაღა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თქვა, რომ საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელ მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით. რადიკალიზმზე და ეროვნულ ინტერესებზე ილაპარაკა პარლამენტის სპიკერმა.


close დახურვა