ახალი წლის დღეები კიდევ უფრო რთულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მშობლებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ, ბავშვებს საახალწლო სურვილები აუსრულონ. წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რეკორდული მაჩვენებელია ქვეყანაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი მოხუცი და ბავშვი აღმოჩნდა გაჭირვებაში.