პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოში“ საგანგაშოს უწოდებენ იმ სტატისტიკას, რომელიც ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობას ასახავს. როგორც პარტიაში ამბობენ, ინფიცირებულთა 15% სწორედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. მათი განცხადებით, ხელისუფლებას ზომების გამკაცრება მართებს და ასევე ყველა კლინიკა იყოს აღჭურვილი თავდაცვის საშუალებებით, რათა მედპერსონალი არ დაინფიცირდეს.
მათი მხრიდან გაიცა რეკომენდაცია, რომ ყველა პაციენტი, რომელსაც კლინიკები მიიღებენ იყოს განხილული, როგორც კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა.
„ექიმების ასეთ მაღალ ინფიცირებას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები, ეს მიზეზები დაკავშირებულია არასწორ ეკიპირებასთან და პროცესების გაუმართაობასთან. შესაბამისად, ლელომ შეიმუშავა რეკომენდაციების პაკეტი, რომელსაც წარუდგენს ჯანდაცვის სამინისტროს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.