ლელოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს.
"მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა! შსს-დან დამირეკეს და მამცნეს, რომ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის მაჯარიმებენ. აბა თქვენ იცით!", - წერს Facebook-ზე ბუაძე.
საბა ბუაძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევასთან დაკავშირებით, დღეს 16:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინიტროში არის დაბარებული.
6 თებერვალს, ე.წ. კომენდანტის საათის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა დაუმორჩილებლობის მარში გამართეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და კომენდანტის საათი გააპროტესტეს. იმავე ღამით, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს.
აქციის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელები ამბობდნენ, რომ დაჯარიმდება ყველა ის ადამიანი, ვინც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილება.