logo
ENG



საბერძნეთი-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე ბერძნულმა პოლიციამ 10 000-მდე მიგრანტი შეაჩერა

02 მარ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთი-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე ბერძნულმა პოლიციამ 10 000-მდე მიგრანტი შეაჩერა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თავშესაფრის მაძიებელთა ნაწილმა მესაზღვრეებს ქვები და ლითონის ჯოხები დაუშინა. საბერძნეთის პოლიციამ სულ მცირე 500 ადამიანი დააკავა ზღვაში. მათ მიგრანტთა ბანაკებისკენ ჰქონდათ აღებული.

საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოეხმაურა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და განმარტა, რომ ხვალ ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად სასაზღვრო ზოლს ეწვევა. თურქეთმა მიგრანტებს ევროპისკენ საზღვარი 29 თებერვალს გაუხსნა. მიზეზი სირიაში სიტუაციის გამწვავება გახდა. თურქეთს სამ მილიონზე მეტი დევნილი აფარებს თავს. 


close დახურვა