საბერძნეთის პოლიციამ თურქეთის საზღვართან მიგრანტების მორიგი ნაკადი შეაჩერა და ქვეყანაში შესვლის საშუალება არ მისცა. მესაზღვრეებმა დევნილების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ამის საპასუხოდ თურქეთის მხრიდან ბერძენი სამართალდამცველების მიმართულებით ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
კასტა-ნიეს სასაზღვრო მონაკვეთზე 28 თებერვლიდან დაძაბული ვითარებაა.მას შემდეგ რაც თურქეთმა დევნილებს ევროპისკენ გზა გაუხსნა, საბერძნეთის საზღვართან ათასობით მიგრანტი შეიკრიბა. ზოგმა ქვეყანაში შესვლა მოახერხა. თუმცა საბერძნეთი ყველა მათგანს დეპორტაციით ემუქრება.