საბერძნეთის სანაპიროსთან კანადის სამხედრო ვერტმფრენსა და მის ეკიპაჟს ეძებენ. შვეულმფრენი ნატოს სამხედრო სწავლებებში მონაწილეობდა და მასთან კონტაქტი სწორედ ამ დროს დაკარგეს.
ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ციკლონის" ტიპის ვერტმფრენი კუნძულ კეფალონიასთან საკონტროლო საჰაერო სივრცეს გაცდა და გაუჩინარდა. შვეულმფრენის და მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ბედი უცნობია.