საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ქვეყნის ტერიტორიაზე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გააუქმა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეკომენდაციის მიუხედავად, ჩირაღდნის ანთების ცერემონიაზე უჩვეულოდ ბევრი ადამიანი შეიკრიბა.
ცერემონია ქალაქ სპარტაში გაიმართა და მას ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯერარდ ბატლერი უძღვებოდა. მარათონის გაუქმების მიუხედავად, ოლიმპიურ ცეცხლს ტოკიოს საორგანიზაციო კომიტეტს 19 მარტს ათენის სტადიონზე გადასცემენ.