logo
ENG



საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა

25 ივნ 202219:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/25/56g8d9dxxcb3t8t.jpg

საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. 

შეზღუდვა 27 ივნისიდან ამოქმედდება. 

რუსული ტუროპერატორების მტკიცებით, შეზღუდვა ტექნიკური მიზეზებით არის განპირობებული, თუმცა, უცნობია, როდის განახლდება ვიზების გაცემა. 

გარდა ამისა, 2022 წლის 27 ივნისიდან საბერძნეთის საკონსულოები მოსკოვში, ნოვოროსიისკსა და პეტერბურგში მუშაობას შეაჩერებენ. ამასთან, დაზუსტებულია, რომ სავიზო ცენტრები გააგრძელებენ ტურისტებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევას და პასპორტების გაცემას. 


close დახურვა