საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 41 წლის კაცს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის სახლში, ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე 4-5 გასროლის ხმა გაიგეს. მოგვიანებით პოლიციამ საცხოვრებელ სახლთან 3 ვაზნა იპოვა.
კაცი მისი მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს. საუბარია, სავარაუდოდ, ერთ პირზე. პოლიცია ანგარიშსწორების ვერსიას განიხილავს.