საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს საბოლოო განაჩენი გამოუტანა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ორი ქართველი ტაქსის მძღოლს თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. უბედური შემთხვევა 2011 წლის ზაფხულში მოხდა. მძღოლი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, ბოროტმოქმედები ტაქსიში ჩასხდნენ და მძღოლის დაყაჩაღების მიზნით მას ფიზიკური დაზიანებები ბასრი საგნით მიაყენეს.