logo
ENG



საბერძნეთში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

04 მარ 202015:41
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთის ქალაქ ილიოპოლისში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. 23 და 24 წლის ახალგაზრდებს პოლიცია ყაჩაღობას ედავება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულების სახელს რამდენიმე ხმაურიანი ქურდობა და ყაჩაღობა უკავშირდება.

ისინი გუშინ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. პოლიციის ცნობით, დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ქართველებმა სახლში შეღწევა მოახერხეს, ამის შესახებ კი, პოლიციას ადგილობრივებმა აცნობეს. ბრალდებულები სამართალდამცველებს სახლის სარდაფში დახვდნენ დამალულები, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება შეძლო.

დაკავებულები ათენში, წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

 

 


close დახურვა