საბურავებისა და ჯართის განთავსებაზე 30 000 ლარამდე ჯარიმა მთელ საქართველოში გავრცელდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებით, მკაცრი ჯარიმები, რომლებიც უკვე მოქმედებს თბილისში, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება.
კანონის პროექტის თანახმად, დარღვევად ჩაითვლება მეორადი საბურავების, ჯართის, გაუმართავი ავტომობილების ნაწილებისა და საფრთხის შემცველი ნივთიერებების არასწორი განთავსება ან გაყიდვა. ჯარიმები 1000-დან 30 000 ლარამდე, დარღვევის სიმძიმისა და განმეორების მიხედვით, მერყეობს
კანონი ძალაში 2026 წლის 1 ოქტომბრიდან და მუნიციპალიტეტებს მისცემს უფლებას, თავად განსაზღვრონ შესაბამისი წესები და მათი დარღვევისთვის სანქციებიც.
