დღეს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი [GWP], საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N17-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
GWP-ს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, ალექსანდრე ბასილაიას, იყალთოს, გორის ქუჩებს.
გარდა ამისა, ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება ნაძალადევის რაიონშიც - კერძოდ ნომებრის რაიონში, კისისხევის ქ.N19-თან, რის გამოც, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: სტურუას N 2-30 (ლუწებს), კისისხევის და მახალდიანის ქუჩებს, მესხის პირველ შესახვევს.
ამავე მიზეზით, წყალმომარაგება შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონის ნაწილსაც. შეზღუდვა ამოქმედდება 13:00 საათიდან და წყალმომარაგება აღდგენა 17:00 საათზე.
ჩუღურეთის რაიონში: სანქტ-პეტერბურგის ქუჩას, აღმაშენებლის გამზ. N84.