logo
ENG



საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთ-ერთი უბნის ბიულეტენებს ხელახლა ითვლიან

04 ნოე 202020:36
3 წუთის საკითხავი
 

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთ-ერთი უბნის ბიულეტენებს ხელახლა ითვლიან. 

პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

პარალელურად საბურთალოს საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ისევე, როგორც სხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. პოლიტიკოსები, მაჟორიტარობის კანდიდატები ითხოვენ, დათვლის და საჩივრების განხილვის პროცესს დაესწრონ, თუმცა, პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. 

ამ დროისთვის ოპოზიციური სპექტრი არჩევნების მასშტაბურ გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 


close დახურვა