logo
ENG



საბჭო მსჯელობს ირანიდან შემომავალ საფრთხეზე - გამყრელიძე

22 თებ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

მიიღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ირანთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას?  - მეზობელ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარების შესახებ ქართველი სპეციალისტები მსჯელობენ. 5 ადამიანის გარდაცვალებამ და ათობით ინფიცირებულმა რამდენიმე სახელმწიფოს უკვე უბიძგა საგანგებო ზომების მიღებისკენ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პრემიერის ინიციატივით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს შესაბამის ღონისძიებებზე, რადგან ირანში ეპიდამიური მდგომარეობა შემაშფოთებელი ხდება.

„უარესდება ეპიდემიური სიტუაცია ირანში. ჩვენ მასთან გვაქვს ინტენსიური ურთიერთობები, ამიტომ საქართველოს საკოორდინაციო საბჭო გუშინ და დღეს მსჯელობს შესაბამის ღონისძიებებზე, რათა პრევენცია გავუწიოთ ირანიდან შემომავალ საფრთხეს. ირანს საზღვარი აქვს ბევრ ქვეყანასთან და ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ ირანის ორ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ჩინეთიდან ჩამოსული ქართველები კი საჩხერეში დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

 


close დახურვა