logo
ENG



საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრმა რესპუბლიკამ რუსული მიწები მიისაკუთრა - პუტინი

22 ივნ 202012:52
3 წუთის საკითხავი
 

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრმა რესპუბლიკამ რუსული მიწები მიისაკუთრა. განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „რასიას„ ეთერში, გადაცემაში "მოსკოვი, პუტინი, კრემლი" გააკეთა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლისას მის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკები ისე უნდა წასულიყვნენ, რომ „რუსი ხალხის საჩუქარი" თან არ წაეღოთ.

ვლადიმერ პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ რესპუბლიკებს გულისხმობდა. მისი თქმით, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა ისევ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

საკონსტიტუციო ცვლილებები ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის ვადების განულებას ითვალისწინებს. მათი მიღების შემთხვევაში პუტინს შესაძლებლობა ექნება 2024 წლის შემდეგაც ორჯერ, 6-წლიანი ვადით გახდეს რუსეთის პრეზიდენტი.


close დახურვა