საბჭოთა მეთოდებით გასამართლება და განსხვავებულ აზრთან ბრძოლის რუსული სტილი - ერთმა მოსამართლემ 12 პირს, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციას განაჩენი ღამის 2 საათზე ისე გამოუტანა, რომ სხდომათა დარბაზში ბრალდებულები არ შეუშვა, დაცვის მხარეს მტკიცებულებების წარდგენის დრო არ მისცა და მხოლოდ სამართალდამცველების ჩვენებებს დაეყრდნო.
დაკავებულთა უფლებების უხეში დარღვევით წარმოებულ სასამართლო პროცესს საქართველოში მოქმედი ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მიკერძოებულს და პოლიტიზირებულს უწოდებს. საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ დაკავებულები სხვადასხვა ქალაქის ციხეში გადაანაწილეს, როგორც ჩანს ამ გზით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება 25 ნოემბერს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლის შეფერხებას ცდილობს.
18 ნოემბრის დაკავებების პარალელურად შსს აქციაში მონაწილე პირებს ყოველდღიურად აპატიმრებს. დღეს 4 აქტივისტი ქართული ოცნების ოფისის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციიდან აიყვანეს.