პანდემიისგან გაჩერებული სახელოვნებო სფეროები მოყვარულებისთვის კარის გახსნას იწყებს. ორთვიანი პაუზის შემდეგ დამთვალიერებლების მასპინძლობისთვის ემზადება სხვადასხვა საგამოფენო სივრცე.
როგორც ეროვნული, ასევე კერძო გალერეების კარი ამ დრომდე დახურული იყო სტუმრებისთვის. ზარალს სახვითი ხელოვნების წარმომადგენლები ახლაც ითვლიან.
გალერისტებისთვის შეზღუდვები მხოლოდ რამდენიმე დღეა მოიხსნა, თუმცა მასშტაბური ექსპოზიციები ისევ შეჩერებულია, ეროვნულ მუზეუმში ამ დრომდე არ იციან, როდის ნახავს დამთვალიერებელი ისევ ეროვნულ საგანძურს.