logo
ENG



საგამოძიებო: საბაჟოზე 536 028₾-ის საქონელი 48 502₾-ით დაადეკლარირეს, დაკავებულია 2 ადამიანი

21 იან 202614:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/21/ymapitp37cz0agw.png

"ოცნების" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს 2 ადამიანი, რომლებმაც თურქეთის საბაჟოზე 536 028 ლარის საბაჟო ღრებულების საქონელი 48 502 ლარით დაადეკლარირეს.

უწყებაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის დ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს.

დაკავებულებს თავისუფლების 8-დან 11 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს და საქონლის საბაჟო ღირებულება 536 028 ლარის ნაცვლად 48 502 ლარით დაადეკლარირეს.

აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, სატვირთომ მანქანიდან თურქეთიდან საქართველოში სხვადასხვა სახის საქონელი შემოიტანეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ავტომანქანის დათვალირების შედგად დაგინდა, რომ დეკლარაციაში მითითებული საქლონლის უმეტესი საქონლის ნაცვლად აღმოჩნდა 536 028 ლარის საბაჟო ღრებულების არადეკლარიებლი საქონელი. მათ შორის: სუნამოები, ჰიგიენის საშუალებები, ოთახის არომატიზატოროები, სანტექნიკის ინვენტარი, ენერგეტიკული სასმელები, ტკბილეული და სხვა სახის პროდუქცია.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის დ ქვეპუნქტით, რაც სასჯელი სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისა და დანაშაულის დამატებითი ეპიზოდების გამოვლენის მიზნით", - განაცხადეს ბრიფინგზე.


close დახურვა