სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტვ პირველი გადამღებ ჯგუფზე, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ს 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
დღეს, ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევას ფორმულას ჟურნალისტი თიკო ერაძე შეესწრო.
როგორც თიკო ერაძე ჰყვება, ტვ პირველის გადამღები ჯგუფი ადგილზე სხვა რესპონდენტთან ჩასაწერად იყო მისული, ქუჩაში მდგომმა უცნობმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ოპერატორს ფიზიკურად შეეხნენ.