თბილისში სადეზინფექციო ხსნარებს აყალბებდნენ - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყებაში ამბობენ, რომ ერთერთი კომპანია სარდაფში მოწყობილ საამქროში კუსტარულად ამზადებდა ყალბ სადეზინფექციო ხსნარებს და შემდეგ მას ყიდდა. დაფასოებული სადეზინფექციო ხსნარები კომპანიის ობიექტებიდან ამოღებულია.
„ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, კერძოდ პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხსნარების გაყალბების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლითაა დაწყებული და 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.