საგანგაშო ცნობები საქართველოდან - ოლიგარქიული ხელისუფლების პირობებში ჟურნალისტიკა უკიდურესად საშიშ პროფესიად იქცა, - ზეწოლა, შანტაჟი, ტერორი, - ფაქტები, რომელიც ასახავს, თუ როგორი წნეხის ქვეშაა ქვეყანაში განსხვავებული აზრი, საერთაშორისო მისიების დოკუმენტში მოხვდა.
ევროპული მედიაორგანიზაციები გარემოს ადგილზე რამდენიმე დღე სწავლობდნენ. მოისმინეს ფორმულაზე თავდასხმის შემთხვევების შესახებაც. დასკვნა უმწვავესია. ბოლო წლებია, მედიაზე ზეწოლა თითქმის ყველა შემთხვევაში ოცნების წახალისებულია და დაუსჯელი.