logo
ENG



საგანგაშო კოვიდ სტატისტიკა

04 აგვ 202119:50
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდსტატისტიკა მძიმდება, -  საგანგაშოა გარდაცვალების მაჩვენებელი - პანდემიამ 38 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ბოლო 24 საათში, 4200ზე მეტია ინფიცირების მაჩვენებელი. კლინიკებში, მათ შორის პედიატრიულში, პაციენტებს ვეღარ იღებენ, კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა რეგიონებში, - ინფიცირებული პაციენტების ერთიდან მეორე მუნიციპალიტეტში გადაყვანა უწევთ.

პროგნოზი არასაიმედოა. საერთაშორისო ექსპერტების კვლევით, აგვისტოს მეორე ნახევარში, შესაძლოა გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი 70-მდე გაიზარდოს. დუნედ მიმდინარე, გვიან დაწყებული ვაქცინაციის პირობებში მედიკოსემის თქმით, მთავრობას შეზღუდვების ამოქმედების გარდა, სხვა გზა არ აქვს, ხელისუფლება კი მაინც არ ჩქარობს. 


close დახურვა