logo
ENG



საგანგებო: 112-ში 140 შეტყობინება შემოვიდა, ქალაქში 26 მანქანაა დაზიანებული

17 თებ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock 450
საგანგებო: 112-ში 140 შეტყობინება შემოვიდა, ქალაქში 26 მანქანაა დაზიანებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დიდთოვლობის გამო 112-ში, ამ დროისთვის, 140 შეტყობინაა შესული. 

მათი ცნობით, გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებსა და თოვლში ჩარჩენილ მანქანებს ეხება. მათივე ინფორმაციით, ქალაქში დაზიანდა 26 მანქანა, ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები.

"დიდთოვლობამ ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი ცვლის გამოყვანის აუცილებლობა არ დამდგარა. მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მოქალაქეების დახმარებას", - ამბობენ უწყებაში.


close დახურვა