საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. მათივე ცნობით, ამ დროისთვის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.
უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, 70-მდე მეხანძრე-მაშველი რჩება და სალიკვიდაციო სამუშაოები გათენებისთანავე დაიწყება.
ცნობისთვის, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.