logo
ENG



საგანგებო: ბორჯომში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია

22 აგვ 202210:52
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.

ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.

საგანგებო სამსახური აცხადებს, რომ ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია.

ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ბორჯომის ტყეებში ხანძარს მესამე დღეა, ებრძვიან. 

შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.


close დახურვა