logo
ENG



საგანგებო: მომატებული ტემპერატურის გამო იზრდება ხანძრის რისკი, მოგიწოდებთ არ დაანთოთ ცეცხლი

12 აგვ 202115:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/12/g7gqhekgu8ztcfl.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყანაში მომატებულ ტემპერატურასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

ამასთან, უწყება მოქალაქეებს მიმართავს, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ 112-ს.

"გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით, შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

 


close დახურვა