logo
ENG



საგანგებო: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია

04 იან 202117:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/04/fym65610idz9cmv.png

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია. მათი ცნობით, 112-ში 40-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლი, ძირითადად, ბალახს და ეკალბარდს უკიდია. მათივე ცნობით, ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე.

"ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება. ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება", - აღნიშნავენ უწყებაში.


close დახურვა