logo
ENG



საგანგებო: საქართველოში ტყის და მინდვრის ხანძრის 5 კერა ლიკვიდირებულია

09 იან 202119:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/09/oe1m63cfs91x97e.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის და მინდვრის ხანძრის 5 კერა ლიკვიდირებულია.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრები ლიკვიდირებულია: იმერეთში - საჩხერეში, სოფელ ვაკისაში; შიდა ქართლში - რკონის ხეობაში; სამეგრელოში - მარტვილში, სოფელ ბალდაში და წალენჯიხაში, სოფელ სქურში
ერთი კერაა დარჩენილი სოფელ დობერაზენში, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დღის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა გურიაში, სოფელ მამათში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე",-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

close დახურვა