logo
ENG



საგანგებო მდგომარეობა ვენეციაში

15 ნოე 201915:03
3 წუთის საკითხავი
 
1jerglndcgk7l0a.png

ვენეციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. წყალდიდობისგან დაზარალებული ქალაქის დასახმარებლად იტალიის ხელისუფლება პირველ ეტაპზე 20 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს. მერის შეფასებით კი, ზარალი ასობით მილიონ ევროს აჭარბებს. სტიქიის დროს ქალაქის 80-ც პროცენტზე მეტი დაიტბორა, მათ შორის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა: წმინდა მარკოზის ბაზილიკა. სპეციალისტები შიშობენ, რომ წყალდიდობამ ტაძრის სვეტებიც დააზიანა. დატბორილი ვენეცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მოინახულა. 


close დახურვა