ლოს-ანჯელესის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი ტყის ხანძარია, რომელსაც კალიფორნიის შტატში ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვიან. ენერგოკომპანიამ ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვის შესახებ 2 მილიონი აბონენტი გააფრთხილა. ამ გზით ხელისუფლება ხანძრის შემთხვევითი კერების გაჩენის თავიდან აცილებას ცდილობს.
სტიქიის ზონიდან 50 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს, დამწვარია ათობით საცხოვრებელი სახლი და ათასობით ჰექტარი მიწის ფართობი.