„სუფთა სახლის“ მაღაზიათა ქსელის 150 ობიექტი დახურულია, ეკონომიკის სამინისტრო კი მათ მსხვილი სუპერმარკეტებისკენ ამისამართებს და საკუთარი პროდუქციის ბითუმად მომარაგებას ურჩევს.
თავად "სუფთა სახლის" წარმომადგენლობისთვის ეკონომიკის სამინისტროს შეთავაზება აქამდე უცნობი იყო და იმედოვნებს, რომ უწყება დადგენილებაში ცვილებას შეიტანს.
"ამ გადაწყვეტილებას, ვფიქრობთ, უკეთესი შედეგი არ ექნება. როგორც კი ეს დადგენილება გამოიცა, მაშინვე მივმართეთ, რომ მოეცათ ჩვენთვის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება. თავადვე აღიარებდნენ, რომ ჩვენი მუშაობა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს ანი ნადირაშვილი.
ოპოზიციაში ამ გადაყწვტილებას უარყოფითად აფასებენ და ეჭი აქვთ ინტერესთა კონფლიქტზე მსხვილ მარკეტებთან მიმართებით. მათივე შეფასებით, ამგვარ რეალობაში პრივილეგირებულ სიტუაციაში აღმოჩნდება კომპანია "კარფური", რომელიც პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სახელს და საერთო ჯამში, ბაზარზე ფასები მოიმატებს.
„თავიდან ბოლომდე ეს ისტორია ძალიან ეჭვების აღმძვრელი და საშიშია, რადგან ჩნდება განცდა, რომ საგანგებო მდგომარეობას იყენებენ ბოროტად. თან არ აკეთებენ განმარტებას, კონკრეტულად რას არღვევდა სუფთა სახლი. ასევე თუ სთავაზობენ, რომ მიმართონ კარფურს, ეს უფო საშიშია რადგან მეტი ადამიანის დინება წავა", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქველმოქმედების ამოღებას ცდილობს და ამ გზით რაც შეიძლება სწრაფად იბრუნებს თავის ფულს.
"ეს არის სწორედ იმ ქსელური მარკეტების ინტერესებში, ვინც ახლა დიდ ფულს შოულობს და ერთ-ერთია კარფური. პანდემიის დროს კარგი იქნება თუ ასეთ დროს მაინც არ იფიქრებენ ყაჩაღობაზე და ქურდობაზე", - აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.
კომპანია "თეთრმა სახლმა" მუშაობის შეჩერების შესახებ შეტყობინება შემოსავლების სამსახურისგან მიიღო. დოკუმენტში განმარტებული იყო, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მაღაზიათა ქსელმა მუშაობის უფლება ვერ მიიღო.