logo
ENG



საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეებს ეკონომიკური კრიზისის შიში აქვთ

21 მარ 202019:59
3 წუთის საკითხავი
 
iqgyeutw18li1cz.jpg

დღეიდან ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მოუწევთ ცხოვრება. შეიზღუდება შეკრებისა და  საკუთრების უფლება, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კი მოქალაქეებს სოლიდური ფინანსური სანქციები დაეკისრებათ.

აკრძალულია ათ კაცზე მეტის შეკრება, იხურება დაწესებულებები, მთავრობას შეუძლია საკარანტინო და საიზოლაციო პირობებისთვის საკუთრების უფლება შეზღუდოს, ვითარება არ ეხება მედიას, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ტრანსპორტს, სახელმწიფოს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერი ადამიანის მობილიზება. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ მხარდაჭერა ოპოზიციისგანაც მიიღო, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები, მთავრობისგან ეკონომიკური გეგმის წარდგენას ითხოვენ. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მუშაობა გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე. 

ეკონომიკური კრიზისის შიში აქვთ მოქალაქეებსაც - მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო წესები ათ კაცზე მეტის ერთად გაჩერებას კრძალავს, ცოცხალი რიგი დღეს თითქმის ყველა სასურსათო ობიექტთან შეინიშნებოდა.

იმ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც არსებულ შეზღუდვებს არ  დაემორჩილებიან, სახელმწიფო თავდაპირველად ფულად სანქციებს დააწესებს, ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ოდენობით, იურიდიული პირები კი 15 ათასი ლარით დაჯარიმდებიან - განმეორებით შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.


close დახურვა