logo
ENG



საგანელიძე ოცნებაზე: ღმერთმა დაიფაროს, რომ იგივე სია იყოს და იგივე მაჟორიტარები

10 მარ 202014:55
3 წუთის საკითხავი
clock 655

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს სწორად ვერ აფასებს სიტუაციას და „ქართული ოცნების" ემბლემის ტარების ღირსი არაა. 

თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე კი საგანელიძემ განაცხადა, რომ ეს არ განიხილება. 

"რატომ გგონიათ, რომ "ქართულ ოცნებაში" ყველას გულზე ვეხატები? იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, რომ "ქართულ ოცნებაში" არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს სწორად ვერ აფასებს სიტუაციას და ნამდვილად არაა იმისი ღირსი, რომ „ქართული ოცნების" ემბლემა ატაროს გულზე. მე არავის ვგულისხმობ სახელებით და გვარებით.

"გადახალისება რა თქმა უნდა, სჭირდება "ქართულ ოცნებას". მე და გიორგი კვირიკაშვილი ერთ პარტიაში, ერთ პარლამენტში ვისხედით. როდესაც ბატონი გიორგი პრემიერი იყო, საქმიანი ურთიერთობა გვქონდა და ოჯახურიც. მე ამას ხაზს არასდროს გადავუსვამ. თავისთავად ცხადია, მე და ბატონ გიორგის საქმიანი ურთიერთობები არ გვაქვს. როცა ახალი საპარლამენტო სია იქნება, ახალი მაჟორიტარები იქნებიან, ღმერთმა დაიფაროს, რომ იგივე სია იყოს და იგივე მაჟორიტარები. ყველაფერს აქვს დინამიკა.", - განაცხადა საგანელიძემ.


close დახურვა