logo
ENG



საგარეო: პრაღაში საქრთველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არის

21 დეკ 202320:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/21/javrkwby3ls5jyd.png

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯერჯერობით საქრთველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არის. უწყების ინფორმაციით, საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან.

პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში შეჭრილმა თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი მოკლა, საუბარია სულ მცირე 10 ადამიანზე. გარდა ამისა, დაშავებულია ათობით მათგანი, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი მათი რაოდენობა.

პრაღის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისმა ძალებმა მოახერხეს თავდამსხმელის ლიკვიდირება.

"მსროლელი ლიკვიდირებულია! ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ევაკუაცია, არის რამდენიმე დაღუპული და დაშავებული", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ამასთანავე უცნობია თავდამსხმელის ვინაობა ან რა მოტივი ამოძრავებდა მას. 


close დახურვა