საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ქაბულში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აერპორტში იმყოფებიან, უსაფრთხოდ არიან და გამოფრენას ელოდებიან. ამის შესახებ სამინისტროში ფორმულას განუცხადეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქაბული საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა. ისინი ავღანეთში ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდნენ და არეულობის დაწყებიდანვე კომპანიამ NATO-ს ბაზაზე გადაიყვანა. საქართველოს ორი მოქალაქე ჯერ ტაშკენტში, შემდეგ კი გერმანიაში გადაიყვანეს. ხვალ ისინი თბილისში დაბრუნდებიან.
საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამომგზავრებასთან დაკავშირებით ფორმულა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და მათგან ინფორმაციას ელოდება. უწყებაში აცხადებდნენ, რომ ავღანეთში საქართველოს 22 მოქალაქე იყო, მათგან ექვსი კი 18 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა.