საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაშავების შესახებ ინფორმაცია საკონსულოში არ შესულა.
"ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან", - აცხადებენ უწყებაში.
სტამბოლის ცენტრში აფეთქება დღეს, 13 ნოემბერს მოხდა. ბოლო ცნობებით, გარდაცლილია 6 ადამიანი, დაშავებული - 80-ზე მეტი.