logo
ENG



საგარეო ბუჩაზე: ყველამ, ვინც ამ ომის დანაშაულებში მონაწილეობდა, პასუხი უნდა აგოს

03 აპრ 202222:44
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო ბუჩაზე: ყველამ, ვინც ამ ომის დანაშაულებში მონაწილეობდა, პასუხი უნდა აგოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას მკაცრად გმობენ.

მათი თქმით, ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით.

ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ნათქვამია განცხადებაში.

გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლული იპოვეს.


close დახურვა