logo
ENG



საგარეო საქმეთა სამინისტრო ბაქოში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს

16 იან 202411:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/16/87spg2bxzwdja5o.jpg

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბაქოში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.

15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის 14-ის მდგომარეობა მძიმეა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შენობის ნანგრევებში მოყოლილთა მოსაძებნად კინოლოგთა ჯგუფებიც ჩართეს. შემთხვევის ადგილზე 19 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის და გაუფრთხილებლობის მუხლებით აღძრა, რამას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა