logo
ENG



საგარეჯოს კლინიკის ექიმი: შემოყვანილია 5 პაციენტი, ერთის მდგომარეობა მძიმეა

20 იან 202304:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/20/h6mmqrmosqzlnmv.jpg

საგარეჯოს ერთ-ერთი კლინიკის ექიმი მამუკა ოთიაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში 5 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

ექიმი აცხადებს, რომ 1 დაშავებული თბილისში გადაიყვანეს, დარჩენილი 4 პაციენტი კი საგარეჯოს კლინიკაში რჩება და მათ ოპერაციები უტარდებათ.

მისი თქმით, ამავე საავადმყოფოში გადაასვენეს გარდაცვლილი პოლიციელის ცხედარიც. 

"ამჟამინდელი მონაცემებით 5 პაციენტი არის კლინიკაში შემოყვანილი, მათგან ერთ-ერთი არის გადაყვანილი მსუბუქი დაზიანებებით თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში. 4 ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას. ოთხივეს ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა. 

ცეცხლსასროლი [იარაღით] დაზიანებები არის ქვედა კიდურებში. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, სამი შედარებით მსუბუქია." - აცხადებს მამუკა ოთიაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში. 

 

close დახურვა