logo
ENG



საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება

20 იან 202320:03
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება. ჩვენება მისცეს თავდამსხმელის ოჯახმა, თვითმხილველებმა, მეზობლებმა. უცნობია უმძიმესი დანაშაულის მოტივი და ისიც, როგორ შეძლო ათუაშვილმა სამართალდამცველებისგან დაუფარავად, შეეძინა და შეენახა დიდძალი იარაღი, მათ შორის ხელყუმბარები. თავდაცვის ძალები ათუაშვილმა 2021 წელს დატოვა, მანამდე იმსახურა 15 წელი. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, საგარეჯოში იხსენებენ, რომ კაცი ჩაიკეტა, ჰქონდა კონფლიქტი ოჯახთან. ტრაგედიიდან მალევე საზოგადოების ნაწილმა დასვა კითხვა: როგორია ყოფილი სამხედროების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები საქართველოში?


close დახურვა