საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.