logo
ENG



საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის კაცის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება

21 იან 202312:46
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილებიდან სამი ადამიანი ამ დრომდე ჯეოჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. როგორც კლინიკაში განაცხადეს, 2-ის მდგომარეობა სტაბილურია, 1 კი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

"3 ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას, 2-ის მდგომარეობა სტაბილურია, ქირურგიულ პალატაში განაგრძობენ მკურნალობას. 1 პაციენტი, რომელიც არასტაბილური ჰემოდინამიკით მართვით სუნთქვაზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობდა მკურნალობდა, ამ ეტაპისთვის შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა რჩება ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში", - განაცხადეს კლინიკაში.

20 იანვარს ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი. დაჭრილია 5 ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ნოდარ ათუაშვილია. 

კიდევ ერთი დაშავებული კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობდა. როგორც ცნობილია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მას დღეს გაწერენ.


close დახურვა