სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ფორმულას“ კომპანიაში განუცხადეს.
როგორც „უნისონში“ აცხადებენ, თანამშრომელი ბოლოს ოფისში 27 მაისს იმყოფებოდა.
„თანამშრომელს დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი. ოფისში ბოლოს 27 მაისს იმყოფებოდა და იმის გამო, რომ დაუფიქსირდა სიცხე დაცვის თანამშრომელმა არ შემოუშვა ოფისში. დღე სწრაფი ტესტი ჩაუტარდა ყველა თანამშრომელს, ვინც იმ მომენტში იმყოფებოდა ოფისში. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ფაქტის შესახებ ვაცნობეთ შესაბამის სამსახურებს“, - აცხადებენ კომპანიაში.